ქეთინო კიკნაძეს 16-მდე როლი აქვს კინო შესრულებული. მარჯანიშვილის თეატრში არაერთ სპექტაკლში მონაწილეობდა, აქვს ძალიან ბევრი ჯილდო. იგი გიგა ლორთქიფანიძის მეუღლეა. წყვილი ერთად 56 წელი იმყოფებოდა.
მსახიობის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრობა გაიხსენეს, სადაც მან სიყვარულზე ისაუბრა:
„მითქვამს, 56 წელი ცოტაა. როდესაც ამას იტყვი, ამაში ყველაფერი დევს. თითქოს, მინდორს კალია გადაახტაო, ისე გაირბინა ყველაფერმა.
გიგა მაშინ უკვე რეჟისორი იყო, მაგრამ მე მისი არსებობა არ ვიცოდი. ბორჯომში გავიზარდე და როცა ჩამოვედი, არც ვიცოდი, რომ პარალელურ ჯგუფს გიგა ასწავლიდა. გავიცანი კარნავალზე და ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი? მომეწონა, მის ჯინაზე ყველა ბიჭ კურსელს ვეცეკვე. უთქვამს, ეს ჩემი ცოლი იქნებაო!
ვფიცავ ყველაფერს, ხატზე დავიფიცებ, რომ მე გიგასადმი არავითარი პრეტენზია არ მქონია, რომ მე ეს მინდა ვითამაშო.. ეს არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. გიგა იყო ისეთი, რომ თუ შენ არ გეკუთვნოდა, ვერ მიიღებდი. მე გიგას სპექტაკლებში ალბათ 4-ჯერ ვითამაშე, რასაც ვერ ვიტყვი კინოზე“, - ამბობდა ქეთინო კიკნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის დაფიქრების, დაგეგმვის და რეალური ნაბიჯების დღე...“ - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕აპრილის პირველი ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან