ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გორში, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, თქვა, რომ გამარჯვებას ყოველთვის გმირებს უძღვნის, რომლებმაც ქვეყანა დაიცვეს.
„ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს, დაუჯერებელია. ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩემს გამარჯვებას ყოველთვის ჩემს გმირებს ვუძღვნი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს და ასახელეს და ჩემს სამშობლოს. პირველ რიგში ჩემს შინდისელ გმირებს ვენაცვალე, მათი ცოცხლად გამარჯვება იყოს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 0:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.
პარიზის ოლიმპიადა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის აღება შევძელით.
ცნობილია, სპორტსმენები აღნიშნული გამარჯვებით რამდენს მიიღებენ პრემიას საქართველოს მთავრობისგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საპრიზო კატეგორიებზე დაწესებული პრემია შემდეგია:
🥇- ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია
🥈- ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში
🥉- 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება - GWP გრაფიკთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
⭕თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები