Digest Logo

„გილოცავთ ბარბარობას! ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება“ - გიორგი ლობჯანიძე

1734427483
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას ბარბარობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ამ დღის შესახებ წერს. 

„გილოცავთ ბარბარობას! ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება.
სხვათა შორის, საქართველოში და კონკრეტულად სვანეთში, მუზეუმში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ხოლო გვერდზე კი გამოსახულია წმინდა ბარბარე. ასეთი ხატი მთელ საქრისტიანოში არ მოიპოვება, როგორც იცით ღვთისმშობელი ან მარტო ან თავის ძესთან ერთადაა გამოსახული, თუმცა ამ ფაქტით ვხედავთ იმ საოცრად დიდ სიყვარულს და პატივისცემას, რაც გააჩნდათ უწინ ქართველებს წმინდა ბარბარესადმი. მოღვაწეობის წლები 273-306 ნიკომედია. მოუწია ცხოვრება ყოვლად ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს დროს.

წმინდა ბარბარე მისაბაძი მაგალითია იმ სიყვარულისა და ერთგულების, რაც გამოავლინა მან ქრისტესადმი.
ეს გახლავთ მკურნალი წმინდანი, ძირითადად. მის შესახებ ქრისტიანულ ჭრილში საქართველოში გამოჩენაც მალევე ვიხილეთ და არა მარტო აქ, მთელ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში, დამსახურებისამებრ!
გილოცავთ კიდევ ერთხელ! მრავალს დავესწროთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ნახეთ ლოცვა, რომელიც ბარბარობას ყველამ უნდა წაიკითხოს

⭕რა მოხდება 2025 წელს? – ვანგას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება

⭕🎥 რა ციფრები უნდა დავაწეროთ საფულეს, 2025 წელს, მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად? - მარიამ ციმინტიას რჩევები