Digest Logo

გიორგი ანწუხელიძე 40 წლის გახდებოდა - 18 აგვისტო ეროვნული გმირის დაბადების დღეა

1723926540
ანწუხელიძე

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა - გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.

იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.

გთავაზობთ, გიორგი ანწუხელიძის, შვილის ლევან ანწუხელიძის წერილს, რომელიც მამას მისწერა:

წერილს ორგანიზაცია „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“ ავრცელებს. 

„ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე, მაგრამ შენი მოგონება ყოველდღე ცოცხლობს ჩემს გულში.

ერთი წლისაც კი არ ვიყავი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემზარავი მოვლენების დროს. მე არ მაქვს მოგონებები ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ, მაგრამ შენზე მოსმენილი ისტორიებით ვიცი, როგორი მამა იყავი, როგორი ადამიანი. რაც უფრო ვიზრდები, უფრო მეტად ვიაზრებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა შენ მიერ გაღებულ მსხვერპლს ჩვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის.

ვისურვებდი, რომ მეტი დრო მქონოდა შენთან გატარებული. შემძლებოდა შენი ხმის მოსმენა და შენი მამობრივი სიყვარულის განცდა. წლების განმავლობაში, მე ვიტანდი შენი დანაკლისის სიმძიმეს, მაგრამ, ასევე, ამაყი ვარ შენი სიმამაცით, შენი თავგანწირვით, შენი გმირობით. შენ მასწავლე ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოკიდებულების დაცვა და უსამართლობის წინაშე დაუმორჩილებლობა.

ადვილი არ იყო, მამის გარეშე გაზრდა, მაგრამ ჩვენ, მე და ანა გარშემორტყმულნი ვიყავით ჩვენი ოჯახის და მეგობრების სიყვარულით, მხარდაჭერით. დედა იყო ჩვენი სიძლიერის საყრდენი, ის დღემდე გვინერგავს იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებსაც შენ იცავდი!

გპირდებით, რომ ვიცხოვრებ იგივე შემართებით და გამბედაობით, რაც შენ გამოიჩინე. იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე სიტყვებით შემიძლია, გადმოვცე.

ის მანუგეშებს, რომ შენ ზეციდან მიყურებ!..

შენ ჩემი და საქართველოს გმირი ხარ!

სიყვარულით, შენი შვილი ლევანი”#დიდებაგმირებს

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვამაყობ იმით რომ, ყველა საფეხურზე არის ოპტიმიზმი, რადგან თხის რქა ვარ“ - რას წერს ლიზა ყენია?

⭕თათია შარანგია მეუღლესთან ერთად ისვენებს – რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი

⭕„პირველად ვნახე ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ ჯოჯოხეთში მოხვდებიო... მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე და მე ნუ მაბრალებთ თქვენ დამპალ ცხოვრებას“– რას წერს შორენა ბეგაშვილი