შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დედის და სამივე შვილის ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაცია რაჭის ჯგუფში ვრცელდება. გასვენება შაბათს ქაშუეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე იქნება.
ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია, ანასტასია, დუდაშვილების პანაშვიდი გაიმართება 24-25 აგვისტოს. მისამართი ჟიული შარტავას 45, მესამე სადარბაზო, მე-9 სართული. გასვენება შაბათს ქაშუეთუს ეკლესიიდან 14:00 საათზე“, - წერენ რაჭის ჯგუფში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.