ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთით არის მოწამლული, ყოველთვის ოცნებობდა, საკუთარი ნიჭის გამოვლენას დიდ ასპარეზზე. ზოგი თავის ეზოში მომავალი ბუფონი იყო, ზოგს რობერტო ბაჯოსავით უყვარდა თანატოლებთან პენალტების შესრულება.
სამწუხაროდ, პროფესიული ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ყველას როდი მიეცემა. სამაგიეროდ არსებობს უამრავი გზა, რომლებითაც ახალგაზრდა ადამიანს ამ სიცარიელის შევსება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი საშუალება სპროტის კომენტატორობაა. „სეტანტა სპორტის“ კომენტატორი გიორგი ფულარიანი, უკვე 15 წელია, ამ სფეროშია და ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გამოცდილებიდან საინტერესო ამბებს იხსენებს:
„სადებიუტო რეპორტაჟის დროს მეგონა, რომ პირველი ხუთი წუთის შემდეგ მღელვარება გადამივლიდა, მაგრამ შესვენებაზე რომ გავედი, პერანგი სულ სველი მქონდა, პროცესში ძალიან ბევრი ვინერვიულე.
„სეტანტა სპორტზე“ ყველა ადამიანი სპორტით არის მოწამლული და, კარგი გაგებით, მანიაკები ვართ. ეს ძალიან მახარებს. აქ ავტომატურად ბედნიერი ხდები, როდესაც სამსახურში ყველა თანამშრომელი სპორტით არის შეპყრობილი, შენც უფრო მეტი ხალისით აკეთებ, საკუთარ საქმეს…
რეპორტაჟის დროს, როდესაც 90 წუთი ლაპარაკობ, ბუნებრივია, რამე შეცდომა შეიძლება გაგეპაროს. არიან ადამიანები, რომლებიც მიკროფონთან რომ მიდიან, ხმას ვერ იღებენ, მცდელობაც კი უჭირთ, იმდენად რთულია“, - ამბობს გიორგი ფულარიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როდესაც ზნეობა მიდის... ინტელექტი კარგავს სიზუსტეს“- რას წერს გია მურღულია
⭕„რატომ ცხოვრობს ადამიანების 99% სხვისი ცხოვრებით?...“ - რას წერს რამაზ გიგაური
⭕„იმოგზაურეთ! დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი