Digest Logo

🎥 გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის

1647367381
ღოღობერიძე გიორგი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის. მედიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. ამასთან ღოღობერიძემ ხალხს ფინანსური დახმარება სთხოვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეგროვებული თანხით უკრაინელებს დაეხმარებიან.

„დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე... ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ხალხს სამედიცინო კუთხით დავეხმაროთ. თუმცა საჭიროა ფინანსები, ვიცი რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, ჩვენ ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო, რომ ბევრმა ნახოს და ფინანსურად სტაბილურად წავიდეთ, რადგან მან ახლა ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება “, - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა