22 წლის ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 2023 წლის Rubinstein Competition-ში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი საფორტეპიანო კონკურსია, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
„კონკურსის დასკვნით ეტაპზე ექვსი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა პიანისტი მონაწილეობდა სამ პერფორმანსში: კამერული მუსიკა, კლასიკური კონცერტი და გრანდიოზული კონცერტი ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად“, - წერია კონკურსის YOUTUBE გვერდზე.