
მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ცოლმა ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი ამბობს, რომ საქართველოში კაცების უფლებები ირღვევა და მას არცერთი ორგანიზაცია არ იცავს.
გურგულია ეჭვობს, რომ კაცების მიმართ მიზანმიმართული შეტევა, ქართული ოჯახების დანგრევის სურვილით არის გამოწვეული.
„არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კაცების უფლებებს იცავს. მე პირდაპირ ვიძახი, რომ ამ ორგანიზაციას ჩავუდგები სათავეში. კაცის უფლებები ამ ქვეყანაში უნდა დაიცვან. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ქართული ოჯახების დასანგრევად და გასაუბედურებლად და ამას წინ ყველანაირად აღვუდგები“, - აცხადებს გიორგი გურგულია.
ცნობისთვის, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მსახიობ გიორგი გურგულიას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.