
გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad ავრცელებს.
„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.
ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.
ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი და მათ შორის გველესიანი, გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში, ვინ მოვა და წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.
გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც უთამაშია „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს „პერსეპოლისში“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ღორის თირკმელი გადაუნერგეს ადამიანს, რომელმაც 120 დღე იცხოვრა - რა ვიდეოს აქვეყნებს კოტე თოდუა?
⭕შორენა ბეგაშვილი თბილისში საკუთარი სახლის აუზში პოზირებს - „პრინცესა გოგო ხარ“