Digest Logo

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მერევედფინალის სიმბოლურ გუნდშია

1742019562
გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე პორტალმა whoscored ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შევედრების სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის უდავო გმირი იყო – ფრანგებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს და ოთხივე გოლში მიქაუტაძე მონაწილეობდა. გიორგიმ რუმინელებს ორ გოლი გაუტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანალიტიკურმა ვებ-პორტალმა Whoscored-მა ქართველი თავდამსხმელის თამაში ძალიან მაღალი ქულით (9,5) შეაფასა და 4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილ რჩეულ თერთმეტეულში შეიყვანა, სადაც „ლიონის“ კიდევ ორი მოთამაშეა – მცველი ენსლი მეიტლანდ-ნაილსი და ერნესტ ნუამა.

„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 გოლი გაიტანა. ამას გარდა, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕15 მარტი მიცვალებულთა ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

⭕15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

სალომე კორკოტაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

წყარო: 1tv.ge