Digest Logo

გიორგი მიქაუტაძე - „ლიონში“ რომ მივედი, მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ერთად ვითამაშებდი, მასთან მეტი სათამაშო დრო მინდა“

1746507403
გიორგი მიქაუტაძე

„ლიონის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონის დასკვნით ეტაპზე, საკუთარ ფორმაზე, თანაგუნდელებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

„კარგი სეზონი მაქვს. შევძელი მეტი სათამაშო დროის მიღება და უფრო მოტივირებული გავხდი. „ლიონს“ კარგად ვიცნობ, მაგრამ როდესაც მივედი, იქ ახალი მოთამაშეები და ახალი მწვრთნელი დამხვდნენ, ამიტომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა.

მოედანზე არ ვღელავ – უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ ისე, როგორც შემიძლია. მიხარია, რომ ვითარება უმჯობესდება. დაბრუნება ადვილი არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მიდის და ბედნიერი ვარ.

ზოგჯერ ინსტინქტურად ვთამაშობ. მე და ჩერკის კარგად გვესმის ერთმანეთის და ეს კავშირი მუშაობს. როდესაც მასთან ერთად ვთამაშობ, ვიცი, სად მიდის ბურთი და ყოველთვის მზად უნდა ვიყო ისეთი გადაცემისთვის, რომელიც სხვებმა, შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ.

…მინდა, ჩემი სახელი „ლიონის“ ისტორიაში ჩავწერო. ვცდილობთ, ტრანსფერებთან დაკავშირებულ ჭორებს დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებაა.

როდესაც გუნდში მივედი, მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ერთად ვითამაშებდი. მსურს, მასთან მეტი სათამაშო დრო მქონდეს, მაგრამ ფეხბურთია და ასეც ხდება. მიმაჩნია, რომ ჩვენს დუეტს ლიგა 1-ში ეფექტური თამაში შეუძლია. ის ბევრს ფიქრობს და ბევრს მუშაობს, მამხნევებს და მიხარია, რომ ჩემს გვერდითაა“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვაიმე, რა ლამაზი ხარ...“ - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

„ლეგენდები ობიექტივის მიღმა, მალე...“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს