საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ რჩეულთან სანდრა მენდოსანთან მივიდა ტრიბუნასთან, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც „ინსტაგრამიდან“ ირკვევა გიორგის რჩეული ბრაზილიელი სანდრა მენდოსანია.
ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბორტგამცილებელია და ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს.
„რა კარგები ხართ“,
„ყოჩაღ გიორგი“,
„ბედნიერები იყავით“,
„გამორჩეული წყვილი“ ,- წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.
ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მადლობა ბიჭებს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის!“ - ლევან კობიაშვილი