Digest Logo

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

1763964173
გიორგი წიტაიშვილი

საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის „მეცი“ „ბრესტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრაში წიტაიშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი აბუაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

„ბრესტმა“ ანგარიში სწრაფად, მე-2 წუთზე მბუპის გოლით გახსნა, რასაც სტუმრებმა მალევე უპასუხეს – მე-6 წუთზე „მეცის“ კონტრშეტევა წიტაიშვილმა დააგვირგვინა. მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს.

საბოლოოდ, „ბრესტმა“ 3:2 მოიგო, „მეცი“ კი 13 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეცადეთ იუმორით გამოხვიდეთ მდგომარეობიდან...“ - 24 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ანალიტიკური გონება და ზუსტი, დეტალური კომუნიკაცია...“ - მერკურის მახასიათებლები მიწის სტიქიებში

⭕24 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: 1tv.ge