Digest Logo

🎥 „გიჟი თავისუფალია“ -  ჩვენმა ძველმა, ქართულმა, იბერიულმა  აზროვნებამ გიჟი დაარქვა ადამიანს, რომელიც იმას აკეთებს რაც უნდა“ - ელდინო საღარაძე ნეოლიბერალიზმზე

1731327508
ელდინო საღარაძე

გავხდეთ ისეთები, როგორ სამყაროშიც გვსურს ცხოვრება - აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ გადაცემამ „შუადღე“ პედაგოგი, პოეტი და მსახიობი ელდინო საღარაძე მიიწვია, რომელმაც საკითხზე მსჯელობა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.

„მსოფლიოში არსებობს ხალხის ორი ნაწილი, საზოგადოების ერთი კატეგორია, ვინც უზენაეს ძალას, ღმერთის არსებობას აღიარებს და მეორე, რომლებიც არ აღიარებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს ეს ნაწილი არ სჭირდება. 

ერთ-ერთი ამ ვექტორებიდან არის „საზრისი“. რაც არის ჯამი პასუხებისა, ვინ ვარ, რატომ და რისთვის ვარ დედამიწაზე, საით მივდივარ ჩემი ყოველდღიურობით. 

როგორ სამყაროში მინდა ცხოვრება? ყველა დაგეთანხმება იმაში, რომ უნდათ სიყვარულით, სიკეთით სავსე სამყარო, მაგრამ სულ ახლახან სამყაროს ნეოლიბერალურმა ქარიშხალმა გადაუარა, ეს ნიშნავს იმას,რომ მას უნდოდა შეეტანა ცვლილება, ძალიან ფუნდამენტური საკითხის გააზრებაში - რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება?ამან კი შემოიტანა - ვაკეთო ის, რაც მე მინდა.

„გიჟი - თავისუფალია“ -  ჩვენმა ძველმა, ქართულმა, იბერიულმა აზროვნებამ გიჟი დაარქვა ადამიანს, რომელიც იმას აკეთებს რაც მას უნდა“, - ამბობს ელდინო საღარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრ ადამიანს აქვს შანსი საკუთარი ოცნებები აისრულოს, სასიცოცხლო ენერგიების მოზღვავებას იგრძნობთ“ - ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან

🎥 „მომილოცეთ, ბინა ვიყიდე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნაზღაიძე

„ლევანიკო რა სიმპათიურია, კახის ასლია“ - ანუკი არეშიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს