გლდანში, სადაც „ნაციონლური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცველებსა და პარტიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე, ბესო გაზდელიანი და ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
„კანონიერი ქურდები დაიჭირეთ თქვენ, მე კი არა“, - მიმართა მელიამ სამართალდამცველებს.