Digest Logo

გოჩა კაკოიშვილი: მე მკითხონ როგორი დემოკრატები იყვნენ ეს ლიდერები, რომლებიც დღეს თავს დებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე - გვარამია პროკურორი იყო, როდესაც მე წამებაში მკლავდნენ

1746441019
გოჩა კაკოიშვილი

„არის ხალხი, რომლებიც მე მიცნობენ. შვილებმა არ იციან, მაგრამ მისმა მშობლებმა ხომ იციან: მე, ჩემს ოჯახს და ჩვენნაირებს რა დაგვმართეს. რატომ არის, ეს მშობლები და ეს უფროსი თაობა, ვინც იქ ბავშვებს აქეზებს, რომ არ ეუბნებიან და არ აჩვენებენ, თუ რა სიტუაცია და როგორი ცხოვრება იყო მაშინ? თავისუფლება და დემოკრატია იყო? დემოკრატია ახლა არის, სად იყო დემოკრატია [მაშინ]“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გოჩა კაკოიშვილმა.

„მე მკითხონ როგორი დემოკრატია იყო მაშინ და როგორი დემოკრატები იყვნენ ეს ლიდერები, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს დებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ნუთუ სირცხვილი არ გააჩნია არცერთს?! როგორ ამბობენ, რომ ჩვენ ხალხზე ვიზრუნებთო. ვინ უნდა იზრუნოს ხალხზე - სააკაშვილის ყაჩაღებმა უნდა იზრუნოს ხალხზე? ვაშაძე იზრუნებს ხალხზე? გვარამია? - გვარამია პროკურორი იყო, როდესაც მე წამებაში მკლავდნენ“ - განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაქვთ ტიტანური ენერგია და ახლა შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს გადაუაროთ“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს, ანზორ ოდიშარია ასტროპროგნოზი

🎥 „ობიექტური უნდა იყო და არა თვალდახუჭული“ - ნანი ბრეგვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

🎥 „ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, ჩემო პრინცესა“- ილია თოფურია შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს