Digest Logo

🎥 „გონება იმით ივსება, რასაც ყოველდღიურად აწვდი... თუ ყოველდღე ნეგატიურობით ცხოვრობ, სიმშვიდეს ვერ იპოვი“ - ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

1785830794
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგმა ნონა ხიდეშელმა სალომე კასრაძის პოდკასტში ცხოვრების არსზე, ურთიერთობებზე, რელიგიასა და პიროვნულ განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანი მთელი ცხოვრება გარეთ ეძებს „მხსნელს“, თუმცა რეალური საყრდენი საკუთარ თავში უნდა იპოვოს.

„ზრდასრულობა მაშინ იწყება, როდესაც აცნობიერებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი საკუთარ თავში უნდა ააშენო. ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი შიში მარტოობა კი არა, საკუთარი ძალის აღმოჩენაა. მხსნელის ძიება უტოპიაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას შენს ნაცვლად მოაწესრიგებს. უნდა მიიღო ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია და სწორედ ამ მიღებაში იწყება შინაგანი ტრანსფორმაცია“, – აღნიშნავს ის.

ნონა ხიდეშელი ასევე შეეხო ქალისა და კაცის როლების ცვლილებას თანამედროვე საზოგადოებაში. მისი შეფასებით, კაცობრიობა ცნობიერების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რის გამოც ტრადიციული წარმოდგენები ურთიერთობებზე იცვლება.

„დღეს ურთიერთობა უნდა შენდებოდეს არა სქესებს შორის, არამედ ორ ცნობიერებას შორის. ქალი აღარ არის მხოლოდ ის, ვინც სხვის სურვილებს უნდა ემსახუროს, ხოლო მამაკაცსაც უწევს საკუთარი როლის თავიდან გააზრება. როცა უკან იხედები, ხვდები, რომ ბოლოს მხოლოდ ის რჩება, რაც სიყვარულით იყო სავსე. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ აბსურდად გეჩვენება“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: