Digest Logo

გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

1752037435
პოლიციაპოლიცია

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.