Digest Logo

გორში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

1788685516
ლენტი ლენტი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მძღოლი დაკავებულია.