Digest Logo

„გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარი და აუხსნელია“ - „მთავარმა არხმა“ სოფო ჯაფარიძის გადაცემა დახურა

1708757090
სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხი“ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ჯაფარიძე წერს, დასასრული მისთვის გაუგებარი, აუხსნელი და გულდასაწყვეტია.

„ამ პოსტით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომლის სიყვარულსაც ჩემი სატელევიზიო ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ვგრძნობდი.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი.

მინდა გითხრათ, რომ არხის გადაწყვეტილებით დასრულდა ჩემი უსაყვარლესი „მთავარი დიაგნოზის“ ერა, მიზეზი ჩემთვის უცნობია.

აქვე, მადლობას გადავუხდი არხს და „მთავარი დიაგნოზის“ გუნდს, ჩემს მეგობრებს 3 წლიანი თანამშრომლობისთვის.

ძალიან მიყვარხართ, წარმატებები თქვენ კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელთა უპირობო დამსახურებაც იყო ჩემი გადაცემის მაღალი რეიტინგი წლების განმავლობაში.

დროებით, გემშვიდობებით, მალე ისევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“,- წერს ჯაფარიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება“ - ნატალია ყიფშიძე ძმას იუბილეს ულოცავს

⭕ „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

🎥 „მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ - ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება