მსახიობ, მიშა გომიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
როგორც ცნობილია, მას გულის პრობლემები აწუხებს.
„ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა…
მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!
2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს…
(ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!
ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი!
გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით.
ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად“,- წერს გომიაშვილი.