ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს, 26 მარტს 85 წლის გახდებოდა.
თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი 1939 წელს თბილისში დაიბადა.
პოპულარობა პირველივე მოთხრობების გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა. მწერალს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა რომანმა – „სამოსელი პირველი“.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია – „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
იგი დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“... თუმცა, ხანდახან სიყვარულის დეფიციტი აჩერებს მას და „კეტავს“. დიახ, საბჭოთა კავშირში უსიყვარულობამ, უნდობლობამ და შიშმა „გააჩერა დედამიწა“. ამ დროში ერთმანეთს მშობლები და შვილები არ ენდობოდნენ, რადგან ერთმანეთს ასმენდნენ.
„აქ კედლებსაც ყურები ჰქონდა“...
ჰოდა, სწორედ საბჭოთა იდეალების გმობისთვის ბევრი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, გააკულაკეს და გააციმბირეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„საოცრება, სრულყოფილი გოგო“ - ანასტასია ჯეირათი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 რუსკა ქარქაშაძის და მისი ქმრის ცეცხლოვანი ცეკვა ლიზა ჩიჩუას დაბადების დღეზე
⭕ზღაპრული ტორტი და ულამაზესი წვეულება - როგორ აღნიშნა ლიზა ჩიჩუამ იუბილე