Digest Logo

გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს

1718688307
გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, დორტმუნდის „BVB არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია იმყოფებოდა და თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა ქართველ გულშემატკივარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გამო ბრძოლა ყოველთვის ღირს.

„ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესოა და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს, ისინი მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. საქართველოდან 1 ადამიანი სკუტერით ჩამოვიდა, რომელმაც 4000 კილომეტრი გამოიარა და ქართველი გულშემატკივრების სურვილები ჩამოგვიტანა. ამ ემოციების გამო და ამ ხალხის გამო ბრძოლა ყოველთვის ღირს.

ვიცი, რომ ბევრმა დაზოგა ფული, რომ აქ წამოსულიყო. ვიცით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ვეცდებით, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები, რომ ჩვენი თავი სათანადოდ წარმოვაჩინოთ. ეს კარგად გამოგვდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით. ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს ფეხბურთი და 30 წელი ელოდნენ ამ დღეს. ამიტომ, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ თავს ამ ტურნირზე.

არ ვიცი, ნახეთ თუ არა ვიდეო, მე ლამის გონება დავკარგე, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, რაც კარიერაში მქონია და ძალიან გამორჩეულია, როცა ქვეყანა ამაყობს შენი მიღწევებით. ეს საუკეთესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ეს შეგრძნებები და ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და დავიწყოთ მუშაობა, აქ ვართ, გვინდა ვიბრძოლოთ და როგორც არასდროს, ისე ვიბრძოლებთ. ზეიმის დრო აღარ არის, ბრძოლის დროა და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ“, - განაცხადა კაშიამ.
 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე