საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება, ქვეყნის მნიშვნელოვან მატჩამდე სულ რაღაც 1 დღე დარჩა, როგორი იქნება ეს დღე ასტროლოგიური თვალსაზრისით, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი, არ მინდა ჯერ ზედმეტი ლაპარაკი, რაღაც საინტერესო იქნება!.. ერთმანეთს მივულოცავთ კარგ ამბებს. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ცნობისთვის, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
„ჯვაროსნების“ კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:
18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 ივნისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება