Digest Logo

გურამ თუშიშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო

1791620426
გურამ თუშიშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100).

ქართველმა მძიმეწონოსანმა მონღოლი ოდხუ იპონით დაამარცხა და მეორე წრეში გვინეის წარმომადგენელ ფოფანას შეხვდება.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

✕