
მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინ ბელქანია სოციალურ ქსელში პერიოდულად მისი ქადაგებებიდან ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე და საზოგადოებას უზიარებს.
ამჯერად იგი ავრცელებს მორიგ საინტერესო ქადაგებას, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ღვთისგან ადამიანებს აქვთ მოქმედების თავისუფლება და ღმერთი გვეუბნება - თუ ათი მცნებით ვიცხოვრებთ ვიქნებით ბედნიერებიო. ხშირად ფსალმუნებში ჩანს, ბედნიერი ის არის, ვინც ღმერთთან ერთობაშია. ასე იყო ადამიანი სანამ ადამი და ევა ცოდვაში დაეცემოდა. იმის შემდეგ ხშირად არის შური და სიძულვილი ადამიანებში. წმინდა მამები გვირჩევენ, როცა მწუხარება შემოდის ადამიანში ხშირად ვიმეოროთ „მადლობა და დიდება შენდა ღმერთო“. უნდა გვახსოვდეს რა ფასად გაიღო სამოთხის კარები ჩვენთვის. ეს სიტყვები იმეორე მანამდე, სანამ არ გაგივლის მოწყინება. მადლიერება კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ ამპარტევნებისგან გიცავს, სილამაზის ამპარტავნების გამორჩეულობის გამო. ამიტომ საჭიროა მადლობის გადახდა ღმერთისთვის, რადგან ამპარტავნებაში არ გადავიდეს ჩვენი საქციელი“, - ამბობს მამა ბენიამინ ბელქანია ქადაგებისას.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოდი გაზაფხულო...” - გიორგი ძოწენიძისა და ქეთი ყიფშიძის არაჩვეულებრივი შესრულება