
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მეგობრობას სამსახურში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, მარკეტინგის სპეციალისტმა თორნიკე გურულმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა:
„არსებობს თეორიები, რომ სამსახურში ყველა შენი მეგობარი უნდა იყოს, ან პირიქით სამსახურში მეგობრობა არ შეიძლება. თუმცა მნიშვნელოვანია რაღაც ტიპის კომუნიკაციისთვის ვიყოთ სოციალურები. ცხოვრების ნახევარზე მეტს შესაძლოა სამსახურში ვატარებდეთ, შესაბამისად აუცილებელია რაღაც შუალედი დავიჭიროთ.
ზოგჯერ მეგობრობა რაღაც ტიპის პრობლემებსაც იწვევს. თუ რაიმე წარმატებას ვაღწევთ ან სასიხარულო ხდება, შესაძლოა ამ ადამიანებთან დავმეგობრდეთ. ორგანიზაციები სპეციალურად აკეთებენ რაღაც ტიპის აქტივობებს, რომ თანამშრომლები ერთმანეთს დაუახლოვდნენ. როდესაც ადამიანს უმეგობრდები ადამიანის მიმართ უნდა გქონდეს უპირობო სიყვარული და ისეთი გიყვარს როგორიც არის. შესაბამისად შესაძლოა ერთი პერიოდი ვიჩხუბოთ, თუმცა რაღაც დროის მერე შევრიგდეთ. ადამიანები მსგავსი ტიპის ხალხს იზიდავს, მაგალითად მსგავსი ინტერესის მქონე პერსონას. თუმცა ყველასთან არ შეიძლება ვმეგობრობდეთ, ეს გარკვეულ დისბალანსს გამოიწვევს“, - გვირჩევს თორნიკე გურული.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: