მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სტუმრად ნანკა გარის პოდკასტში „მარტოობის 15 წუთში“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებზე და მეგობრებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბავშვობაში ვერ ახერხებდა, ემოციები პირდაპირ ეთქვა და მეგობრისგან ნაწყენი არ დარჩენილიყო, რის გამოც მისი განმარტებით, დღესაც არ არის ისეთი გახსნილი, როგორიც სურს:
„ახლა რომ ვკითხულობ ჩემ დღიურს, შენახული მაქვს. ისე მეცოდება ჩემი თავი. ძალიან, რადგან არ მქონდა უნარი იმის, რომ მეგობრისგან რაღაც რომ მეწყინებოდა მეთქვა - „მეწყინა“. ბევრი რაღაც დამაკარგვინა ამან. დღემდე არ ვარ ისეთი გახსნილი, როგორიც მინდა, რომ ვიყო. მინდა რომ დავიცალო. ეს ჩემი შინაგანი დაჭიმულობა მოვიხსნა. ეს ყველაფერი ჰო საუბრით, დახმარებთ, და თქმით ხდება. ეს ძალიან არ მომწონს ჩემში და არ მინდა ჩემ შვილებს ჰქონდეთ. თანაგრძნობაზე აღარ ვსაუბრობ, ბოლოს და ბოლოს სამყარო ამაზე დგას“, - ამბობს გვანცა დარასელია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ახლა რომ ვფიქრობ ისეთ სამსახურში მემუშავა, სადაც...“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია