Digest Logo

🎥 „გვაქვს ბევრი წინააღმდეგობა, როგორც პაციენტის, ასევე პაციენტის ოჯახის წევრის მხრიდან...“ - რას ამბობს ექიმი ქოლესტერინის დამაქვეითებელი თერაპიის შესახებ გავრცელებულ მითებზე

1764663896
ზვიად კვერესელიძე

თბილისის გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი ზვიად კერესელიძე ქოლესტერინის დამაქვეითებელ თერაპიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები და წინააღმდეგობა ჩნდება, როგორც პაციენტის, ისე მათი ოჯახის წევრების მხრიდან.

ექიმის თქმით, უარყოფითი პოზიციის მთავარი მიზეზი გავრცელებული მითებია, რაც კვლევებით არ დასტურდება:

„მინდა ვისაუბრო ქოლესტერინის დამაქვეითებელ თერაპიაზე.

ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც პაციენტს სჭირდება აღნიშნული თერაპია გვაქვს ბევრი წინააღმდეგობა როგორც პაციენტის, ასევე პაციენტის ოჯახის წევრის მხრიდან. 

ისინი გარკვეულ მითებს მიჰყვებიან. 

პირველი მითია, რომ ეს ანგრევს ღვიძლს, იწვევს დაავადებებს.

მეორე მითია, რომ მასთან დაკავშირებულია გარკვეული კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა, მაგალითად დემენცია. 

რეალურად, პრაქტიკაში არცერთი კვლევა არ ამტკიცებს ამ თეორიებს. ისევე როგორც ყველა მეტიკამენტს, ქოლესტერინის დამაქვეითებელ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი ეფექტები, რაც გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ ექიმმა დანიშნოს ანალიზები, რომ ვნახოთ იმ 2% არის თუ არა ეს გვერდითი ეფექტი.

ის არ იწვევს დაავადებას, თუ აღმოჩნდა, რომ პაციენტი ვერ იტანს ქოლესტერინის დამაქვეითებელ მედიკამენტს, ვუხსნით პაციენტს, დოზას ვცვლით ან მედიკამენტს“, - ამბობს ზვიად კერესელიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ ხშირად ამთქნარებ, სიცივესთან ვერ მეგობრობ, ძვლები გტკივა - ეს ინფორმაცია შენთვისაა! - სანდრო ჯიბლაძის ვიდეომიმართვა

საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება

„ზოგადი ფონი ხდება უფრო მსუბუქი, ოპტიმისტური და დინამიკური“ - მომდევნო დღეების ასტროპროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან