ნიაცინამიდი კანის მოვლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და „ტრენდული“ ინგრედიენტია მსოფლიოში. მისი გლობალური ბაზარი, რომელიც მხოლოდ სილამაზის პროდუქტებში 2026 წლისთვის 661 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს, ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება. ის იქცა საბაზისო კომპონენტად, რომელსაც მომხმარებლები და დერმატოლოგები ერთნაირად ენდობიან.
მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნიაცინამიდზე მცდარი შეხედულება აქვს, ელიან შედეგს, რომელსაც შრატით ვერ მიიღებენ.
ნიაცინამიდზე და მის რეალურ თვისებებზე „კოტკასტში“ კოსმეტიკის ქიმიკოსმა ანა ტკაჩუკმა ისაუბრა:
„ნიაცინამიდი ძალიან ბევრ ფორმულაში გვხვდება, თითქმის ყველა ფორმულაში ნიაცინამიდისა და ჰიალურონის. ნიაცინამიდი ვიტამინი B3-ის ფორმა არის და სხვადასხვა აქტივობა აქვს, როგორც ბარიერის აღმდგენი, ისე გამაღიავებელი, ასევე ცხიმის რეგულირებაშიც მონაწილეობს გარკვეულწილად და აქ მინდა, რომ სწორად გაიგოს მაყურებელმა. ხშირად ხმარობენ ფორებისთვის, თითქოს თუ ნიაცინამიდის შრატს გამოიყენებენ, ფორები დაიხურება, მაგრამ არა! ფორები ასე არ იხურება და არ იხსნება.
ვიზუალურად აუმჯობესებს ფორებს, არა ანატომიურად. ესაა სულ, რასაც ნიაცინამიდი აკეთებს“, - ამბობს ანა ტკაჩუკი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: