Digest Logo

იაგო ფრანგიშვილი: 150 სანტიმეტრს ვერავინ მიაღწია დადასტურებით ამ მედიკამენტით ნამკურნალებმა

1682758269
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მართვისა და კომპანია „Biomari“-ის მიერ წარმოებულ პრეპარატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„Biomarin არის ამერიკული კომპანია, რომელმაც 4 წლის წინ, აქციონერთა შეკრებაზე განაცხადა წამლის შესახებ. აქციების კურსი $58-იდან, რამდენიმე თვეში, $118-მდე „ავარდა“. კომპანიას, 2019 წელს, ამერიკულმა და ევროპულმა წამლის დაშვების კომისიებმა, უარი უთხრეს მედიკამენტის დაშვებაზე, რადგან, ვერ გადალახა ის „დარღვევის დეფინირებული ზღვარი“, ამ მედიკამენტით ნამკურნალებმა პაციენტმა, რაც თავიდანვე კვლევის საბოლოო მიზანი „ენდპუნქტი“ იყო - 150 სანტიმეტრს ვერავინ მიაღწია დადასტურებით ამ მედიკამენტით ნამკურნალებმა“, - ამბობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

მისივე განცხადებით, ამის შემდეგ კომპანიის აქციის კურსი $60-მდე დაეცა, რის გამოც, შეიქმნა ინვესტორების გასვლის საშიშროება, ამიტომ შეიცვალა არა, ზოგადად, კვლევის დიზაინი, არამედ ლობიზმის სტრატეგია და როგორც იაგო ფრანგიშვილი ამბობს, ზრდის ჰორმონების დაშვების სტრატეგიიდან გადავიდნენ, „სამედიცინო უპირატესობის და გამოსადეგობის“ სტრატეგიაზე.

„ეს არის კარდინალური განსხვავება. ყველა კვლევას აქვს თავისი „მიზნები“ და „ენდპუნქტები“, - ამბობს იაგო ფრანგიშვილი.