სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლების, მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას UFC-ში გამარჯვებას ეხმაურება და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც დომენიკ მანგო ამბობს, თუ კი ადამიანს წარმატების მიღწევა და ნიჭის რეალიზება უნდა, ამისათვის აუცილებელია ქვეყანა დატოვოს.
„მთელ ქვეყანას გვიხარია, რომ ჩემპიონები ხდებიან, ერთი წუთით დაფიქრდით, მერაბი და ილია რომ დარჩენილიყვნენ საქართველოში, ეს ყველაფერი ხომ ვერ იქნებოდა.
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი რომელსაც ნიჭი აქვს, ყველა მიმართულებით, იძულებულია, რომ თუ მას წარმატების მიღწევა უნდა, საქართველო უნდა დატოვოს და ეცადოს, რომ სხვა ქვეყანას გააცნოს საკუთარი თავი.
ვინც წავიდა, მხოლოდ მაშინ შეძლო თავისი ნიჭის რეალიზება, ადამიანი რომ იბადები ნიჭით, ავტომატურად ნიშნავს რომ ქვეყანა უნდა დატოვო“,- ამბობს დომენიკ მანგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგი ტრიო გამოვიდა“- ლელა წურწუმია, სტეფანე და ნიკოლოზ რაჭველი ერთად ამღერდნენ
„მადლობა ყველას და სამყაროს ყველაფრისთვის“- რა ფოტოებს აქვეყნებს ქეთევან ხატიაშვილი