Digest Logo

ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება

1772950296
 ილია თოფურია

ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა, ის აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.

29 წლის ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

თოფურია მსუბუქი დიზივიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„საბას პირველი მოგზაურობა თბილ ქვეყანაში“ - მარიამ ელიეშვილის ოჯახური კადრები

„გვაძლევს იმპულსს და გამბედაობას ვიყოთ პირველები, არ შევუშინდეთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი...“ - თამარ ხოსროშვილი ვენერას ინგრესიაზე