„მუსიკამ გადაგვატანინა მე და ჩემს ოჯახს მძიმე პერიოდი. გეგმაში არ ყოფილა, რომ მუსიკას გავყოლოდი. ჩავაბარე იურიდიულზე და პარალელურად იდეა მოგვაწოდა მამაჩემის მეგობარმა, რომ საოპერო ხმა მქონდა.
მისმა რჩევამ განსაზღვრა ის, რომ დაგვაფიქრა ჩემს ხმაზე. ეს ადამიანიც იყო მუსიკოსი.
2007 წლის ივლისში წავედი ლა-სკალას აკადემიის გამოცდებზე. იმ დროს თანხა არ გვქონდა. მე და მამაჩემი კარდაკარ დავდიოდით, მათ შორის კულტურის სამინისტროშიც, არც კი შეგვიშვეს არავისთან.. ასევე ვიყავით სხვადასხვა ბიზნესმენთან, არტისტთან, რომლებიც იმ დროს რამეს წარმოადგენდნენ მსოფლიოში. დამცირების და სახეში კარის მიხურვის გარდა არაფერი არ გვახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ოჯახის ძალიან ახლო წევრებმა და მეგობრებმა მოაკოწიწეს, რაც კი შეეძლოთ, რომ გავეშვი მოსმენაზე, რომელიც 2007 წლის ივლისში იყო“, - ამის შესახებ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა გადაცემაში „დროება“ ისაუბრა.