Digest Logo

„იმ გოიმ კომუნისტებს ფორმატი ჰქონდათ...“ - რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი „სიყვარული ყველას უნდა“-ს გადაღებების კადრსმიღმა დეტალებზე

1784703019
ლაურა რეხვიაშვილი

„სიყვარული ყველას უნდა“ - 1980 წელს გამოსული პოპულარული ქართული მუსიკალური კომედია, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. 

ფილმის რეჟისორები გიორგი შენგელაია და მიხეილ ჭიაურელი არიან, ხოლო მთავარ როლებს ვახტანგ ფანჩულიძე (ბურნუთა) და დარეჯან ხაჩიძე (მაყვალა) ასრულებენ.

სიუჟეტი კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება, სადაც სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მკერავი ჩამოდის.

ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ლაურა რეხვიაშვილი ბაბულას (ბაბულია კოჭლამაზაშვილის) როლს ასრულებს , რომელიც პოდკასტის „შანტრაპა“ სტუმარი იყო, სადაც ფილმის გადაღებებზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა:

„ხალხმა რომ შეიყვარა და ჰიტად აქცია ცხადია. გიორგი შენგელაიამ მითხრა, რა ვიცოდიო რომ ამას ასეთი მოწონება ექნებოდაო საქართველოშიო მაყურებელშიო, თორემ სამი ფილმის მასალა მქონდა გადაღებული და დავტოვე ერთი იმიტომ, რომ იმ გოიმ კომუნისტებს, დეგენერატებს, ჰქონდათ ფორმატი საათი და 20 წუთი ფილმი. ჰოდა დანარჩენი გადავყარეო. 

და ისიც მითხრა, რომ ის რაც გადავყარე, თითქმის შენ იყავი ყველგან იმიტომ, რომ თვითონაც მოსწონდა ეტყობა ეს პერსონაჟი და რაც სცენარში იყო არ ჰყოფნიდა და ამატებდა და ამატებდა, ამიტომ იღებდა და იღებდა. ჰოდა როცა უთხრეს და რად უნდოდა თქმა, ერთი საათი და 20 წუთი უნდა იყოს ფილმი და რომ ნახა, რომ ბევრია აიღო და გადაყარა, ნუ, აბა რაში მჭირდებაო. 

ამას ერქვა მხატვრული ფილმი, რომელიც ფინანსდებოდა საბჭოთა კავშირიდან, კერძოდ მოსკოვიდან, ირეკებოდა და მოდიოდა ფული და გააკეთა ისე, როგორც იყო წესი. 

თვითონ გადაღების დროს იმაზე არანაკლები ხდებოდა ორღობეებში, ვენახებში, ოჯახებში, სოფლებში, სადაც დავდიოდი და სადაც იყო ლოკაციები გადაღების. ძალიან ვხალისობდით და იყო ბედნიერზე ბედნიერი დრო.

გადაღებები იყო კახეთში და ვიყავი მასპინძელი, ვიყავი ჩემს სახლში, რატომ უნდა ვყოფილიყავი სასტუმროში და ვისაც როდის უნდოდა და რამდენიც უნდოდა, იმდენი მოდიოდა. მაშინ არ იყო ასე, არ გეშინოდა სტუმრის. ჰყავდა დედა, მამა, გამართული ოჯახი. ვინც არ უნდა მოსულიყო მეზობელთან არაფერზე გადავიდოდა. 

პირდაპირ მუშაობდა გიორგი შენგელაია და ეხმარებოდა მიშა ჭიაურელი, ორი რეჟისორი ჰყავდა ამ ფილმს და ისინი ამზადებდნენ მსახიობებს გადასაღებ მოედანზე გასასვლელად“, - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლისა და მშენებლობის დაწყება...“ - 22 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ტუტუც ბავშვს რომ ზრდის ვინმე, არ იცის რა არის მშობლობა და ყველაფერს უსრულებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

ცივილიზაციის გადატვირთვა და კარმული პროგრამების ცვლილება - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი