ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
– „არ შეიძლება უფალთან კომუნიკაცია ძალიან მარტივი იყოს?“
– „ვიტყვი და უცებ დამეხმაროს“,
– „განსაცდელი მოვა, ვეტყვი და უცებ დამეხმაროს“ – ადამიანები იტყვიან...
რატომ არ აკეთებს ასე უფალი?
ყველას გამოგვიცდია ეს, რამდენად ერევა ხოლმე ხანდახან უფალი ჩვენს ცხოვრებაში,
ზოგჯერ ისე ერევა უფალი, სახტად ვრჩებით,
ხომ გამოგიცდიათ?!
– და სულ ასე რატომ არ არის?!
– იმიტომ არ არის სულ ასე, რომ სულ ასე რომ იყოს, ჩვენ იოტისოდენადაც ვერ გავიზრდებით სარწმუნოებრივად;
ტუტუც ბავშვს რომ ზრდის ვინმე,
რომ არ იცის რა არის მშობლობა და ყველაფერს რომ უსრულებს,
ბავშვი რომ მონსტრი იზრდება – მინდა, მინდა, მინდა,
და ბოლოს დედ-მამას რომ შეურაცხყოფს...
ამიტომ გავდივართ ჩვენ ტკივილიან გზას,
და ჩვენ უნდა გავიზარდოთ,
ჩვენ უნდა გავიზარდოთ,
მებრძოლნი უნდა ვიყოთ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცივილიზაციის გადატვირთვა და კარმული პროგრამების ცვლილება - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი