
9 ოქტომბერს ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ის წლები ემიგრაციაში იმყოფებოდა, ის ბრიუსელის გარეუბანში სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა.
ახლახან კი ის საქართველოში ჩამოასვენებს, კადრებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აქვეყნებს.
„ჩამოვიდა ჩვენი გოგო თავის ნაოცნებარ თბილისში. ხვალ 12 საათიდან ფილარმონიაში იქნება პანაშვიდი. 3 საათზე გამოსვენება. ინგა ფერაძე მახათას მთაზე პანთეონში დაიკრძალება... ახლა უკვე სამუდამოდ დარჩება თავის საყვარელ საქართველოში!“ - წერს მაკა რაზმაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ინგა ფერაძე საქართველოში პოპულარული 1970-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გორში დააკავეს 67 წლის მამა, რომელმაც 39 წლის შვილი ნაჯახით მოკლა