Digest Logo

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება - მარიამ ლაშხი

1600969068
 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის მარიამ ლაშხის განცხადებით, ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება.

მარიამ ლაშხის თქმით, კორონავირუსმა ინოვაციებზე სასარგებლო გავლენა იქონია.

„ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა, რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო, დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით ინვესტიციების ზრდა არის იმიტომ, რომ ჭკვიანი ინვესტორი ამას იყენებს, გრძელვადიანი ხედვა აქვს და შესაძლებლობებად იყენებს, როდესაც ინვესტიციებს ახორციელებს დღეს იმ ახალ გამოგონებებში, რომელთაც საფუძველი ეყრებათ. სწრაფად მოახდინა სააგენტომაც ადაპტირება, შემოვიტანეთ ახალი პროგრამები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.