Digest Logo

ირაკლი ბებუა, შესაძლოა, 2025 წლის მარტში გათავისუფლდეს

1732182629
ირაკლი ბებუა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, შესაძლოა, 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს მისმა ბიძაშვილმა თამუნა ბებუამ განუცხადა. 

თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას საპატიმროში მკურნალობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ირაკლი ბებუა 2020 წლიდან სასჯელს იხდის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. სახელმწიფო დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლება უწევს.