Digest Logo

„ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად იცის, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, შედგა და როგორც გონიერი და სანდო პიროვნება, ერმა მიიღო!“ - ხათუნა ხოფერია

1706612152
ხათუნა ხოფერია

29 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. 

მისი თქმით, ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკოსი შედგა და ქართველი ხალხისგან ნდობაც დაიმსახურა. 

„დაიჯესტი“  ხათუნა ხოფერიას სტატუსს უცველელად გთავაზობთ: 

„დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამთავრობო სავარძელი და ზოგადად, თანამდებობა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტიც სახეზეა - მან თავად დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოველგვარი ტრაგიზმისა და ქვეტექსტების გარეშე მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა.

არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის პანაცეა პრემიერმინისტრობა. მან კარგად იცის, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, შედგა! როგორც პატრიოტი ქართველი შედგა! როგორც პრაგმატული, გონიერი, სანდო პიროვნება, ერმა მიიღო!

ღარიბაშვილს სავარძელი არ სჭირდება საკუთარ თავთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის! ეს ურთიერთობაც და ნდობაც შედგა!

მოკლედ, ის - ირაკლი ღარიბაშვილი - მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და მისი ადგილი, სწორედაც, ღია პოლიტიკაშია! აღმასრულებელი ხელისუფლის მძიმე ტვირთისგან თავისუფალ, პატრიოტიზმითა და ეროვნული ინტერესებით გაჯერებულ პოლიტიკაში!

2024 წელი მსოფლიო პოლიტიკური ძვრების წელია! წელი, როდესაც ომებით, არჩევნებით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება! უნდა მოხდეს ლიბერალების სრული კრახი! უნდა მოხდეს ჩვენი, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მომავლის გადარჩენა და გამარჯვება!

ჰო და, იცის ბიძინამ რას აკეთებს. იცის ვისთან ერთადაც აკეთებს და ისიც იცის, ვინ სად სჭირდება!

ისიც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პარტიის გაცხადებული, დეკლარირებული პოლიტიკური კურსი გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეტებში. (ვფიქრობ, პარტიის თანამდებობებიდან ბევრი გადავა მინისტრად). ახლა, არჩევნების დროა! ახლა, პოლიტიკის დიდ ტატამზე უნდა ვაჭიდაოთ და… ჩვენი ქიზიყელი ფალავანი აქაც ჯიგრულად წარმოგვაჩენს!

მე ასე ვხედავ…

„საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“ - ასე უთქვამთ და არა სავარძელმან შენმაო! 

„არის დრო… ნგრევის და დრო შენების, დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების… დრო დუმილის და დრო ლაპარაკის… ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე”

მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, ვის ვენდობით და ვის არ ვუღალატებთ!
ერთად საქართველოსთვის, მოკეთეებო!“, - წერს ხათუნა ხოფერია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „გაუსაძლისი მონატრების 4 წელი…“ - ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა

⭕„ლეგენდარული ჯგუფი ხართ თქვენ ძმაო“ - „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს

🎥 „იმედია, ჩვენი პატარა თავგადასავლით, რომელსაც გაწოდებდით სთორებით და რილსებით, იხალისეთ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა?