საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან ერთად კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება“- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს ლეგენდარული გოგი დოლიძის დაბადების დღეა…“ - ანრი ჯოხაძე