ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.
მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე - პოლიცია.
კითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითოეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება:
👉 საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს 77% , უარყოფითად - 16%
👉 საქართველოს საპატრიარქო - დადებითად 71%, უარყოფითად 21%
👉 პოლიცია - დადებითად 67%, უარყოფითად 28%
👉 ადგილობრივი ხელისუფლება - დადებითად 61%, უარყოფითად 34%
👉 განათლების სისტემა - დადებითად 59%, უარყოფითად 36%
👉 ქართული მედია - დადებითად 58%, უარყოფითად 35%
👉 პრემიერ-მინისტრის ოფისი - დადებითად 49%, უარყოფითად 41%
👉 ცენტრალური საარჩევნო კომისია - დადებითად 41%, უარყოფითად 44%
👉 პრეზიდენტის ოფისი - დადებითად 41%, უარყოფითად 47%
👉 პროკურორის ოფისი - დადებითად 40%, უარყოფითად - 35%
👉 სასამართლოები - დადებითად 40%, უარყოფითად 44%
👉 ეროვნული ბანკი - დადებითად 39%, უარყოფითად 43%
👉 საქართველოს პარლამენტი - დადებითად 38%, უარყოფითად 56%
👉 პოლიტიკური პარტიები - დადებითად 37%, უარყოფითად 52%
👉 სავაჭრო კავშირები - დადებითად 31%, უარყოფითად 27%
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს