ფილოლოგიის დოქტორი - გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ის, ვინც სიკეთესაც სჩადის და ბოროტებასაც აკეთებს, ჰგავს კაცს, რომელიც ერთდროულად წინაც მიდის და უკანაც - ასეთი მოქმედების შედეგი მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი შუაზე იხლიჩება და იანუსივით ორსახოვანი ხდება.
სიკეთისა და ბოროტების "მშვიდობიანი" თანაარსებობა ერთ კაცში სამყაროს არ უკვირს, მაგრამ ადამიანებს აბნევს.
უნდა აირჩიო, ვინ ხარ და რა გზას ადგახარ.
ძველი ინდიელების არ იყოს, შენში არსებული ორი მგლიდან (სიკეთე და ბოროტება) ის გადარჩება და გაიმარჯვებს, რომელსაც გამოკვებავ“,- წერს მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რა მისწერა დემნა გვასალიამ ლელა წურწუმიას - მამულიჩამ წერილი გაასაჯაროვა