მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ მეგობრობაზე ისაუბრა:
„არ მყავს ბევრი მეგობარი. ხათუნასი მშურს, მას დღემდე ჰყავს ბავშვობის მეგობრები, სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში არ არ მოხდა.
მეგობარი ჩემთვის არის სულის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში.
დამეფიცება, შემიძლია მეგობრისთვის შეუძლებელი შევძლო. ბევრჯერ მიღალატეს, ისეთი რაღაცები დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი. მე არასდროს მიღალატია მეგობრისთვის“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია...“ - ნინი ქარსელაძე გარდაცვლილ მამაზე
⭕„ურთიერთობაში მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი“ - 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი