მსახიობი ლელა მებურიშვილი რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, „მადის აღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ქართველებსა და მათ სტუმართმოყვარეობაზე ისაუბრა:
„ისეთი თბილები და მეგობრულები იშვიათად თუ შეგხვდებიან, როგორიც ქართველები არიან. მანქანით მოვდიოდი და ჩემს წინ საცობი იყო, ორი მანქანა იდგა. ერთ-ერთის მძღოლმა გადაყო ხელი და მეორემ სიგარეტი მიაწოდა, იქვე სიგარეტს მოუკიდეს. ვფიქრობდი, რომ ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება. ვინმე მოგიგკაკუნებს, მომაწევინე და ა.შ. არც ჩაგთვლიან მაგ შემთხვევაში ნორმალურად. შეიძლება არც არის ნორმა. იმ მომენტში ჩემთვის ეგ იყო ადამიანობის გამოხატულება, რადგან ორი ადამიანი ერთმანეთს დაუდგა გვერდში“, - ამბობს ლელა მებურიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი