Digest Logo

„ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც კი უძლურია“ - კობა ფარტენაძე ბათუმში მომხდარი ავარიაზე

1784962689
ავარია ბათუმში

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე  ბათუმში მომხდარი ავარიის შესახებ წერს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა რამდენიმე კი მძიმე დაშავდა.

„დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ცხოვრებამ, რამდენად მყიფეა ყველაფერი…

ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან, რომ სიტყვებიც კი უძლურია.

საქართველო, ვწუხვარ… ყველა ვერ იღვიძებს, ვინც ღამით მშვიდად დაიძინა. ყველა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ვინც გზას გაუდგა.

ერთი წამიც საკმარისია, რომ მთელი ცხოვრება შეიცვალოს.

მშვიდობა და ძალა ყველა ოჯახს, ვინც ამ ტრაგედიამ შეიწირა ან დაამწუხრა.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ხვალინდელი დღე არავის აქვს დაპირებული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

ცნობისთვის, გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პირები ბელარუსები იყვნენ. ორივე დაღუპული უცხოელია.

ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.