Digest Logo

„ისევე როგორც ღამეს ვერ აკრძალავ, ისე ვერ დაუშლი მათ ბოროტების მსახურებას“ - ცოტნე გეგეჭკორის პასუხი „მონა.ჯის“ სიაზე

1703251609
ცოტნე გეგეჭორი „მონა.ჯის“ სიაზე

ახალი პლატფორმა „მონა.ჯი“ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ამოქმედდა და როგორც მისი შემქმნელები - ზურა გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ამბობენ, საიტზე ყველა იმ პირის შესახებ დაწერენ, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალების შემსრულებელია.  

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საიტის მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლიან და რუსული წესებით ითამაშებენ.

„mona.ge“-მ ახალი სია გამოაქვეყნა, სადაც მოხვდა იმედის ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი.

აღნიშნულ ფაქტს მისი კოლეგა, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„უკვე კომიკურად გადაიქცა ეს საიტიც და მისი ტაშის დამკვრელებიც! დანაშაულის კვალიფიკაცია როდის მიეცემა ამ ყველაფერს, ამას ველოდები!

Tsotne Gegetchkori - როგორც შენი ჩამოყვანილი Imagine Dragons იტყოდა, stay strong!“,- წერს ბაკურაძე.

აღნიშნულ პოსტს კომენტარის ველში ადრესატი, ცოტნე გეგეჭკორი პასუხობს:

„ეგ ბნელი ხალხი თავად ისჯის თავს დამიჯერე, საზოგადოება ბრძენია და ხედავს რეალურად ვინ სად დგას. ვინ ემსახურება ამ ქვეყანას და ვინ ნამდვილ მტერს.

ისევე როგორც ღამეს ვერ აკრძალავ, ისე ვერ დაუშლი მათ ბოროტების მსახურებას. თუ დააკვირდები პიკს უახლოვდებიან, რისი ლოგიკური დასასრულიც აუცილებლად ალიონია.

ამიტომ ჩვენ ვუსმინოთ დრაგონსებს, მარსზე ვიფრინოთ და ისინი დაელოდნენ ტრანშებს რუბლებში“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„3 წელია არ მინახავს, რანაირად გავძელი ნეტა...“- რას წერს ნინი შერმადინი

🎥 „გინდა ფრანგული გასწავლო მამა?“- ანნა სულაბერიძე ფრანგულად საუბრობს

🎥 „განსაკუთრებული მადლობა ამ გოგონას, რომ დაესწრო ჩვენს კონცერტს“- მამულიჩა ლელა წურწუმიას კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს