ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
„ისწავლეთ მადლობის გადახდა!!!
ყველაფერი დარეკვით და შეხვედრით იწყება. შევხვდით, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ საქორწილო წვეულებას ჩვენს ბაღში, ტერასაზე და ორანჟერეაში ვაწყობთ. შევჯერდით მენიუზე, დროზე, გაფორმების ფერზე, ფორმაზე, სცენარზე, მუსიკალურ პროგრამაზე და ყველა დეტალზე.
დათქმულ დღეს გავშალეთ, დავფურჩქნეთ, მოვაწყვეთ ხელის მოწერის ზღაპრული ცერემონია, ულამაზესია პატარძალი, ნეფე ღელავს, ნათესავები, მეგობრები გროვდებიან, ყველა აღფრთოვანებულია. გვიანობამდე გაგრძელდა ქორწილი, ყველა გახარებულია. მართლაც დაუვიწყარი დღე გამოვიდა, ბრჟღვიალებს ყველაფერი.
დაიშალნენ წავიდნენ, ერთმანეთს ვეკითხებით მადლობა თქვეს? მადლობა გადაიხადეს? ვინმემ მადლობა გითხრათ? ხშირად უმადლობოდ ვრჩებით...
ჩვენო ძვირფასებო, ლამაზებო, ჭკვიანებო, ბედნიერებო, ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ რომ თქვენ ასეთი დღე გამოგსვლოდათ, ისიც ვიცით და ვხედავთ, რომ მადლიერებიც ხართ, მაგრამ გთხოვთ კეთილი ინებეთ ადამიანებს რომლებმაც დაგითმეს სივრცე, თქვენთან ერთად დაგეგმეს ქორწილი, გაგიფურჩქნეს და აგიფერადეს ყვავილებით, მომარაგებელს რომელიც დილის 5 საათზე უკვე ბაზარში იყო და საუკეთესო პროდუქტი მოიტანა, მზარეულებს რომლების დილის 7 საათიდან არ დამჯდარან, მიმტანებს რომლებმაც ციბრუტებივით იბზრიალეს, თავს შემოგევლნენ თქვენ და თქვენს ძვირფას სტუმრებს, მუსიკოსებს რომლებმაც ასე გაგილამაზათ საღამო და თავი არ დაზოგეს, ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფს რომლებმაც ვფიქრობ დაუვიწყარი კადრები გადაგიღოთ - გადაუხადეთ მადლობა!!! წვეულების ბოლოს დაკარგეთ 15 ძვირფასი წუთი, ჩამოუარეთ ამ ხალხს და მადლობა უთხარით!!!
მართალია თქვენ ყველაფერში გადაიხადეთ, მაგრამ ეს ადამიანები მადლობას ამის მიუხედავად მაინც იმსახურებენ. დამიჯერეთ ზოგჯერ ჩვენთვის ეს ერთი თბილი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიღებული ჰონორარი. დიდი მადლობა!!!! დიდი მადლობა!!! დიდი მადლობა!!! არც ისე ძნელია))) ისევ თქვენ დაგმშვენდებათ“, - წერს ზურა შევარდნაძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: