Digest Logo

🎥 „ითესება სიძულვილი მასმედიის მიერ, მოწინააღმდეგე აზრისადმი...მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა თავისი ტანჯვა-წამების ფასად გაგვიღო სამოთხის კარი“ - მამა ბენიამინ ბელქანია

1734721085
მამა ბენიამინ ბელქანია

მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინ ბელქანია სოციალურ ქსელში პერიოდულად მისი ქადაგებებიდან ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე და საზოგადოებას უზიარებს.

ამჯერად იგი ავრცელებს მორიგ საინტერესო ქადაგებას, რომელსაც „დაიჯესტი“უცვლელად გთავაზობთ:

„ვახტანგ გორგასალი ამბობდა - „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო“. მას მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდა, მეფე იყო, მაგრამ იმდენად უყვარდა ღმერთი რომ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. თუ მორწმუნე ხარ, მადლიერი უნდა იყო, რომ ყოველი წამი ღმერთის ხელშია. ასევე მადლობელი უნდა იყო, რომ ღმერთმა თავისი ტანჯვა-წამების ფასად გაგვიღო სამოთხის კარი. ყველა წმინდანი, რომელიც ჩვენთვის ეწამა უარყოფენ ყველაფერს რაც ხილულია და მატერიალურია, ღმერთის სიყვარულის გამო. თუმცა ხშირად ვამბობ და ვლოცულობ, რომ ღმერთმა ის მატერიალურიც მოგვცეს, რადგან არ იყოს ოჯახები გახლეჩილი, დედა იქ, შვილი აქ და ა.შ. ღმერთმა მისცეს ქართველს იმდენი, რომ ოჯახი არჩინოს და სტუმარი მიიღოს. ისეთი განათლება იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ არ გარბოდეს ქართველი მოსწავლე და სტუდენტი სხვაგან. როცა გულში ღმერთია ადამიანს აქვს მადლიერების გრძნობა. როცა გულში ღმერთი არ არის მაშინ უყვარს მარტო თანამოაზრეები. ასე როცა ხდება ითესება სიძულვილი, მაგალითად მასმედიის მიერ, მოწინააღმდეგე აზრისადმი. როცა მორწმუნე და მაზიარებელი ხარ, ამავდროულად სიძულვილით ხარ შეპყრობილი დილა საღამოს უნდა ილოცო ეფრემ ასურის ლოცვით. მთავარია სიყვარული, თუმცა თქმა მარტო არ არის საკმარისი. უნდა მოემზადო ახსარებით და ზიარებით. უნდა მოიპოვო ღვთის მადლი ამ ყველაფრით“, - აღნიშნა მამა ბენიამინ ბელქანიამ ქადაგებისას.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფერი საუკეთესო მინდა გქონდეთ...“ - ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 რიტუალი რომელიც ახალი წლის ღამეს მანდარინით უნდა შევასრულოთ - თაკო მელიქიშვილის რჩევა

🎥 როგორი იქნება 2025 წელი ფინანსურად ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის